1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბი ბიბ ბიდ ბიზ ბიკ ბილ ბინ ბიო ბიპ ბირ ბის ბიტ ბიუ ბიჰ

ბიუჯეტი

  1. E. Budget
    ევროპის კავშირის ბიუჯეტი საკუთარი სახსრებით ფინანსდება 1970 წლიდან. მანამდე ევროგაერთიანების ბიუჯეტი წევრი სახელმწიფოების შენატანებისაგან დგებოდა. დღეს ევროკავშირის ბიუჯეტი ფინანსდება შემდეგი რესურსებით: 1) გადასახადი სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე; 2) საბაჟო მოსაკრებელი, რომელიც იკრიბება ევროპის გაერთიანების საზღვრებზე; 3) გადასახადი დღგ-დან, რომელიც შედგენს თითოეული წევრი სახელმწიფოს მიერ აკრეფილი დღგ-ის 1%-ს; 4) გადასახადი თითოეული წევრი სახელმწიფოს მთლიან ეროვნულ პროდუქტზე. ბიუჯეტის მიღების პროცედურა რომის ხელშეკრულების 272-ე მუხლითაა განსაზღვრული და მოიცავს რამდენიმე საფეხურს. თავდაპირველად, 15 ივნისამდე, კომისია შეიმუშავებს ბიუჯეტის პროექტს და წარუდგენს მას მინისტრების საბჭოსა და პარლამენტს. 31 ივლისამდე საბჭო, პარლამენტის დელეგაცი ასთან შემათანხმებელი შეხვედრის შემდეგ, განიხილავს ბიუჯეტს და უგზავნის პარლამენტს. პარლამენტის მიერ პირველი წაკითხვა ოქტომბრის თვეში მიმდინარეობს. ბიუჯეტის არასავალდებულო ხარჯებს პარლამენტი იღებს წევრთა აბსოლუტური უმრავლესობით. რაც შეეხება სავალდებულო ხარჯებს, პარლამენტს შეუძლია წევრთა აბსოლუტური უმრავლესობით შესთავაზოს ცვლილებები საბჭოს. ამის შემდგომ, ნოემბრის მესამე კვირაში, საბჭო განიხილავს ბიუჯეტის პროექტს მეორე წაკითხვით, შეასწორებს მას პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებების (არასავალდებულო ხარჯები) და შეთავაზებული შესწორებების (სავალდებულო ხარჯები) გათვალისწინებით. თუ პარლამენტი მთლიანად არ უარყოფს ბიუჯეტს, საბჭო იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სავალდებულო ხარჯებზე. 22 ნოემბრისათვის პარლამენტს უბრუნდება შესწორებული ბიუჯეტი, რის შემდეგაც იგი განიხილავს პროექტს უკვე მეორე წაკითხვით. რადგან საბჭო იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სავალდებულო ხარჯებზე, პარლამენტი დეკემბრის სესიის დიდ ნაწილს არასავალდებულო ხარჯების განხილვას ანდომებს და შეუძლია ან მიიღოს, ან უარყოს საბჭოს მიერ წარმოდგენილი ცვლილებები. საბოლოოდ წევრთა უმრავლესობით და ხმების სამი მეხუთედით პარლამენტი იღებს ბიუჯეტს. ამრიგად, სწორედ პარლამენტია ის ორგანო, რომელზეც დამოკიდებულია საბოლოო გადაწყვეტილება ბიუჯეტთან დაკავშირებით.
    Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
  2. Fr. budget, ძვ. ფრანგ. bougette ტყავის ქისა
    1. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსულობების, აგრეთვე, მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების ნუსხა, რომლებიც დამტკიცებულია ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი დონეების მიერ („საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 3);
    2. დროის გარკვეული მონაკვეთისთვის: სახელმწიფოს, დაწესებულების, საწარმოს შემოსავალ-გასავლის ნუსხა, ხარჯთაღრიცხვა;
    3. ვისიმე პირადი შემოსავალი და ხარჯები.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9