1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბოი ბოლ ბომ ბონ ბორ

ბოიკოტი

  1. ზეწოლის ან წინააღმდეგობის ორგანიზებული ფორმა, რომლის მიზანია პოლიტიკის, პოზიციის ან მოქმედების ცვლილება. ტერმინი დამკვიდრდა ირლანდიელი მიწათმფლობელის, ბოიკოტის გვარის მიხედვით, რომლის მიმართაც პირველად განხორციელდა ამგვარი ქმედება (შდრ. აბსენტეიზმი). ბ. საერთაშორისო ურთიერთობებში ერთ-ერთი მკაცრი ღონისძიებაა. იგი გულისხმობს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამხედრო და სხვა სახის ურთიერთობების შეწყვეტას ამა თუ იმ სახელმწიფოსთან (ან სახელმწიფოთა ჯგუფთან) დასჯის მიზნით. უფრო ხშირად გამოიყენება საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში, როცა ბ. ცხადდება ამა თუ იმ სახელმწიფოს ნაწარმის ან მომსახურების წინააღმდეგ. თუმცა დასჯის ამ ფორმას, როგორც წესი, საფუძვლად პოლიტიკური მიზეზები უდევს (მაგ., სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აპართეიდის წლებში ან ერაყი სპარსეთის ყურის ომის შემდეგ). მიუხედავად იმისა, რომ ბ. სულ უფრო ხშირად გამოიყენება თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში, მისი საერთაშორისო სამართლებრივი რეგულირების წესი არ არსებობს.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. boycott
    (დაკავშირებულია მამულის გამგებლის (მოურავი), კაპიტან ბოიკოტის სახელთან, ვის საწინააღმდეგოდაც 1880 წელს ირლანდიელი მოიჯარეების მიერ პირველად იქნა გამოყენებული ზემოქმედების აღნიშნული ზომა) - პოლიტიკური და ეკონომიკური ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი, ცალკეულ პირთან, ორგანიზაციასთან ან სახელმწიფოსთან ურთიერთობის მთლიანად ან ნაწილობრივ გაწყვეტა.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9