1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

გა გე გვ გზ გი გლ გნ გო გრ გუ
გაგ გად გაე გავ გაზ გაკ გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაღ გაყ გაშ გაძ გაწ

გაერთიანების სამართალი

E. Community Acquis
გაერთიანების სამართალი წარმოადგენს საერთო უფლებათა და მოვალეობათა ერთობლიობას, რომლებიც სავალდებულოა ევროპის კავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოსათვის. იგი მუდმივად ვითარდება და მოიცავს შემდეგ ელემენტებს ხელშეკრულებები, მასში ასახული პრინციპები და მიზნები: ხელშეკრულებების საფუძველზე ევროპის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთაც სავალდებულო ხასიათი აქვთ; მინისტრების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და დადგენილებები; ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები; მართლმსაჯულებასა და შინაგან საქმეებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები; გაერთიანების ან მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ერთმანეთთან ევროკავშირის საკითხებზე დადებული საერთაშორისო შეთანხმებები: განმცხადებელმა ქვეყნებმა გაწევრიანებამდე საკუთარ კანონმდებლობაში უნდა გადაიტანონ ევროგაერთიანების სამართალი. გადახვევა ამ წესიდან შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და საკითხთა შეზღუდულ წრეზე. გაწევრიანებისათვის მზადების პროცესში კომისია ამოწმებს, რამდენად შეესაბამება მათი კანონმდებლობა ევროგაერთიანების სამართალს.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9