1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

გა გე გვ გზ გი გლ გნ გო გრ გუ
გაგ გად გაე გავ გაზ გაკ გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაღ გაყ გაშ გაძ გაწ

გაერთიანების სამართლის ინკორპორაცია (გადატანა შიდა სამართალში)

E. Incorporation of the Community Acquis
ესსენის ევროპულმა საბჭომ (1994 წლის დეკემბერი) მიმართა კომისიას, წარმოედგინა თეთრი წიგნი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ასოცირებული ქვეყნების ევროგაერთიანების ერთიან ბაზარში ინტეგრაციისათვის მომზადების შესახებ, რაც კომისიამ 1995 წლის ივნისში კანის ევროპულ საბჭოზე შეასრულა. თეთრი წიგნი შეიცავს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კანონმდებლობის კავშირის შიდა საბაზრო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის ინდიკატურ პროგრამას. პროგრამის მიხედვით ამ ქვეყნებს უნდა განესაზღვრათ პრიორიტეტები გაერთიანების სამართლის შიდა კანონმდებლობაში გადატანის მიზნით ამ საქმეში მათ დახმარებას გაუწევდა ტექნიკური დახმარების ოფისი (TAIEX), განსაკუთრებით, ინფორმაციის მოპოვებაში გაერთიანების კანონმდებლობის შესახე: გაერთიანების კანონმდებლობის შიდა კანონმდებლობაში გადატანა (ინკორპორაცია) და მისი დანერგვა განმცხადებელი ქვეყნების წინაშე მდგარი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. განმცხადებელ ქვეყნებს მოეთხოვებათ ადმინისტრირებისა და სამართლებრივი სისტემების გაძლიერება, ინფრასტრუქტურის ძირეულად ადაპტირება, მათი მოყვანა გაერთიანების სტანდარტებთან შესაბამისობაში და ქმედითი სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სატელეკომუნიკაციო ქსელების განვითარება. ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების გასაადვილებლად განმცხადებელი ქვეყნებისათვის გათვალისწინებულია მიერთებისწინა დახმარება. 1998 წლის 30 მარტს თერთმეტ განმცხადებელ ქვეყანასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყო. პირველ რიგში შეფასდა განმცხადებელი ქვეყნის კანონმდებლობა გაერთიანების სამართალთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით (სკრინინგის პროცესი). ეს შეფასება წარმოადგენდა საფუძველს მეორე ეტაპზე გადასვლისათვის, როდესაც დაიწყო ორმხრივი მოლაპარაკებები კავშირსა და თითოეულ განმცხადებელს ქვეყანას შორის. პროცედურით გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდები მიერთებიდან გაერთიანების კანონმდებლობის სრულ ამოქმედებამდე. თუმცა, თითოეული ეს პერიოდი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მოკლე და შეზღუდული კონკრეტული სფეროებით.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9