1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

გა გე გვ გზ გი გლ გნ გო გრ გუ
გაგ გად გაე გავ გაზ გაკ გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაღ გაყ გაშ გაძ გაწ

გაერთინების სამართლის განხორციელების მონიტორინგი

E. Monitoring the Application of Community Law
გაერთიანების სამართლის განხორციელების მონიტორინგი ევალება ევროპის კომისიას, როგორც ხელშეკრულებების შესრულებაზე მეთვალყურე ორგანოს. კომისიის ეს ფუნქცია გამომდინარეობს ევროპის კავშირში კანონის უზენაესობის პრინციპიდან და მისი მიზანია უზრუნველყოს კანონის აღსრულება თითოეული წევრი სახელმწიფოს მიერ. მონიტორინგის ფუნქციის განხორციელებისას კომისია ითვალისწინებს იმას, რომ იგივე ფუნქცია აკისრიათ სახელმწიფოებრივ ორგანოებსაც, განსაკუთრებით სასამართლოებს ევროპის სამართლის განხორციელებაზე მონიტორინგმა შეიძლება შემდეგი ფორმები მიიღოს: კანონის დარღვების შესახებ საჩივრის საფუძველზე საქმის აღძვრა; სასამართლოს მიერ საქმის აღძვრა სხვა ორგანოების წინააღმდეგ; წევრი სახელმწიფოების მიერ გაცემული დახმარების კანონიერების შემოწმება; ზოგიერთი სახის შეთანხმების, გადაწყვეტილებების, შეთანხმებული ქმედებების და დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენების ამკრძალავი პრინციპების შესრულების შემოწმება.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9