1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

გა გე გვ გზ გი გლ გნ გო გრ გუ
გაგ გად გაე გავ გაზ გაკ გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაღ გაყ გაშ გაძ გაწ

გაეროს გენერალური მდივანი

  1. E. UN Secretary General
    გაეროს წესდების თანახმად, გაეროს უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობის პირი. იგი გვევლინება იმ პოლიტიკურ და დიპლომატიურ პირად, რომელიც გაეროს წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე, უფლებამოსილია, გაეროს უშიშროების საბჭოს ყურადღება გაამახვილოს ყველა ისეთ მოვლენებზე, რომელიც, მისი აზრით, ემუქრება სახელმწიფოთა მშვიდობასა და უშიშროებას. გგმ-ს ირჩევს გაეროს გენერალური ასამბლეა ხუთი წლის ვადით უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე (ამ შემთხვევაში მოქმედებს დიდ სახელმწიფოთა ერთხმივობის პრინციპი). გაეროს დაარსებიდან დღემდე გგმ-ის პოსტზე სულ შვიდი პირი იყო არჩეული: 1945-53-ტრიუგველი (ნორვეგია), 1953-61- დაგ ჰამარშელდი (შვედეთი), 1961-71-უ ტანი(ბირმა), 1972-81-კურტ ვალდჰაიმი (ავსტრია), 1982-91-ჰავიერ პერეს დე კუელიარი (პერუ), 1992-96- ბუტროს-ბუტროს გალი (ეგვიპტე), 1997-დან - კოფი ანანი (განა). ყოველწლიურად გგმ ამზადებს მოხსენებას, რომელშიც ასახულია გაეროს საქმიანობა და პრიორიტეტულ მიმართულებათა გეგმები. ბოლო წლებში ჩამოყალიბდა გგმ - ის სპეციალური (პირადი) წარმომადგენლის ინსტიტუტი, რომელიც თავის ასეთ წარმომადგენელს გზავნის ამა თუ იმ რეგიონში არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების დროს მხარეთა შორის კომპრომისის მოსაძბენად. საერშათორისო შეიარაღებული კონფლიქტის თუ არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში გაეროს უშიშროების საბჭოში საკითხის განხილვისას გადამწყვეტ როლს ასრულებს გგმ-ის მოხსენებები, რომლებიც მისი პირადი წარმომადგენლის ინფორმაციას ემყარება.
    Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
  2. ორგანიზაციის მთავარი აღმასრულებელი პირი - გაეროს ძირითადი ორგანოებისა და მისი სისტემის დამაკავშირებელი რგოლი, ორგანიზაციის სახე და სიმბოლო, საერთაშორისო საზოგადოებრიობის ნების გამომხატველი, მშვიდობის დესპანი. გაეროს გ.მ. უფლებამოსილია მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა და წამოჭრას საერთაშორისო მშვიდობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი; ის ყოველწლიურად ეთათბირება სახელმწიფოთა მთავრობების ხელმძღვანელებს, პლანეტისთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით; ესწრება და თავმჯდომარეობს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ორგანიზებულ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან კონფერენციებს, რომელთა მიზანია ეკოლოგიური, სამშვიდობო და სხვა პრობლემების განხილვა. გაეროს რიგით მეშვიდე გ.მ. არის კოფი ანანი, რომელიც აღნიშნულ პოსტზე იმყოფება 1997 წლის 1-ელი იანვრიდან.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9