1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

გა გე გვ გზ გი გლ გნ გო გრ გუ
გაგ გად გაე გავ გაზ გაკ გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაღ გაყ გაშ გაძ გაწ

გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო

  1. E. UN Economic and Social Council
    გაეროს ერთ-ერთი ძირითადი ორგანო. შედგება 54 წევრისაგან, რომელსაც ირჩევს გაეროს გენერალური ასამბლეა. საბჭო: ა) უზრუნველყოფს ორგანიზაციის ეკონომიკურ და სოციალურ საქმიანობას; ბ) სწავლობს და იკვლევს საერთაშორისო ვითარებას ეკონომიკურ, კულტურულ, განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბევრ სხვა დარგში, ადგენს მოხსენებებს და იძლევა სათანადო რეკომენდაციებს; გ) რეკომენდაციას იძლევა ადამიანის უფლებებისა ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის დაცვისა და წახალისებისათვის; დ) იწვევს საერთაშორისო კონფერენციებს და ამუშავებს სათანადო კონვენციების პროექტებს გაეროს გენერალურ ასამბლეაში წარსადგენად; ე) აწარმოებს მოლაპარაკებას გაეროს სპეციალიზებულ დაწესებულებებთან. საბჭოსთან სექმნილია დამხმარე ორგანოები: გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია, ქალთა უფლებების კომისია და სხვ.
    Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
  2. (ეკოსოსი) - გაეროს ძირითადი ორგანო, რომელიც წარმართავს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სფეროში მისდამი დაქვემდებარებული დამხმარე ორგანოებისა და ინსტიტუტების საქმიანობას. საბჭო შედგება 54 წევრისგან, რომელიც გენერალური ასამბლეის მიერ სამი წლის ვადით აირჩევა. გადაწყვეტილება ორგანოში მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. ფუნქციები და მოვალეობები: ეკოსოსი უმნიშვნელოვანესი ფორუმია, რომელზეც განიხილავენ საერთაშორისო სისტემაში არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემატიკას, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს წევრ-სახელმწიფოთა მთავრობებისა თუ გაეროს სისტემის შემადგენელი ორგანიზაციებისთვის; ე. სწავლობს, აანალიზებს და რეკომენდაციებს გასცემს საერთაშორისო სისტემაში არსებულ ეკონომიკურ, სოციალურ, განათლების, კულტურისა თუ ჯანდაცვის სფეროებთან დაკავშირებულ საკითხებზე; მეთვალყურეობას უწევს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საკითხებს და ზრუნავს მათ განვითარებაზე; ე. რეგულარულად იწვევს საერთაშორისო კონფერენციებს და ამზადებს გენერალური ასამბლეისთვის წარსადგენ კონვენციათა სამუშაო მასალებს; კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გაწევის გზით კოორდინაციას უწევს სპეციალიზებული სააგენტოების საქმიანობას. ასრულებს მეკავშირის როლს მათ და წევრ-სახელმწიფოთა მთავრობებსა თუ თავად გენერალურ ასამბლეას შორის; ე. მუდმივად აწარმოებს კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება საბჭოს ინტერესებს. უკანასკნელ წლებში ე.-მა გააძლიერა საკოორდინაციო ფუნქციები, რითაც მას მეტი საშუალება ეძლევა, წარმატებით განახორციელოს საკუთარი ფუნქციები ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ სხვა მსგავს პრობლემატიკასთან დაკავშირებით.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9