1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

გა გე გვ გზ გი გლ გნ გო გრ გუ
გაგ გად გაე გავ გაზ გაკ გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაღ გაყ გაშ გაძ გაწ

გაეროს სამდივნო

  1. E. UN Secretarial
    გაეროს ერთ-ერთი მთავარი სამდივნო ორგანო. შედგება პირებისაგან, რომლებსაც ევალებათ ორგანიზაციის ორგანოების მუშაობის უზრუნველყოფა, დაწესებული სესიების თუ სხდომების ტექნიკური მომსახურებიდან (სხდომათა დარბაზებით უზრუნველყოფა, დოკუმენტების ოფიციალურ და სამუშაო ენებზე თარგმნა და გავრცელება, სინქრონული თარგმანი, სხდომების დროს რეზოლუციების პროექტების დროული თარგმანი, სხდომების დროს რეზოლუციების პროექტების დროული თარგმნა და დარიგება, შესწორებების აღნუსხვა და პროექტებში შეტანა, კენჭისყრის პროცედურის უზრუნველყოფა). ამას ძირითადად ასრულებენ ე.წ. საერთო სამსახურის მუშაკები (კატეგორია G სამდივნოს მოეკუთვნება ე.წ. პროფესიონალების კატეგორიაც (P-1, P-2, P-3, P-4, P-5), აგრეთვე მაღალი რანგის ხელმძღვანელთა კატეგროია - „დირექტორები“ (D-1 და D-2), გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეები და თანაშემწეები. სამდივნოს სათავეში დგას მისი მთავარი ადმინისტრაციული თანამდებობის პირი - გაეროს გენერალური მდივანი. „პროფესიონალები“ ჩართულნი არიან მრავალფეროვან საქმიანობაში: ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებულ გამოკვლევათა და ინფორმაციის შემცველი მოხსენებების მომზადება, ორგანოების მიერ გამოყოფილი სპეციალური მომხსენებლებისათვის ყველა საჭირო მასალის შეგროვება და შავი ვარიანტის დაწერა. ორგანოების სხდომებზე მდივნობა, გაეროს საქმიანობასთან დაკავშირებით პუბლიკაციების მომზადება და დასტამბვა, გაეროს ორგანოების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაგზავნილ მისიებში მონაწილეობა და სხვ ყველა მუშაკი „საერთაშორისო სამოქალაქო მოსამსახურეა“ და ოფიციალურად, მიცემული ფიცის თანახმად, უნდა იყოს მიუმხრობელი, თავისი ქვეყნისაგან დამოუკიდებელი. გაეროს სამდივნოს მუშაკებს მიენიჭებათ პრივილეგიები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ სტატუსს (დღეისათვის სამდივნოში მუშაობს 9000 მუშაკამდე, სამდივნოს შტაბ-ბინა ქ. ნიუ-იორკშია, ამავე დროს, მას აქვს განყოფილებები ქ. ჟენევაში, ვენასა და ნაირობში. ჟენევაშია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამსახური და განიარაღების ოფისი. აქ ტარდება სხვადასხვა სახის დიპლომატიური კონფერენციები და შეხვედრები; ვენაში განლაგებულია ნარკოტიკების გადაზიდვასთან ბრძოლის ცენტრი, დანაშაულობების თავიდან აცილებისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ორგანოები, აგრეთვე ორგანოები, რომლებიც დაკავშირებულია კოსმოსის მშვიდობიან გამოყენებასთან და საერთაშორისო სავაჭრო სამართალთან; ნაირობში (კენია) ფუნქციონირებს შტაბ-ბინა, რომელიც ჩაბმულია გაეროს ფუნქციების რეალიზაციაში ბუნების დაცვისა და განსახლების სფეროში.
    Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
  2. გაეროს ძირითადი აღმასრულებელი რგოლი, რომელიც კოორდინაციას უწევს ორგანიზაციის მიერ შემუშავებული პოლიტიკისა და კურსის განხორციელებას; ახდენს გაეროს პროგრამებისა და პროექტების ადმინისტრირებას. გ.ს.-ს ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი, რომელსაც გენერალური ასამბლეა, უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ხუთი წლის ვადით ირჩევს. გ.ს.- ს საქმიანობა მოიცავს სამშვიდობო ოპერაციებს, მდგრად განვითარებას და ადამიანის უფლებებს, ეკონომიკურ და სხვა საკითხებს. მის მოვალეობებში შედის მსოფლიოს ინფორმირება მიმდინარე საკითხების და, საერთოდ, ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. ასევე, პლანეტის ყველაზე მტკივნეულ საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება, გაეროს გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარების მონიტორინგი თუ გაეროს დოკუმენტების თარგმნა ორგანიზაციის ოფიციალურ ენებზე. დღეს, გ.ს.-ს საერთაშორისო პერსონალი 8.6 ათასზე მეტ კაცს აერთიანებს, რომლებიც 170-ზე მეტ სახელმწიფოს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამოქალაქო პერსონალიც და გენერალური მდივანიც ამა თუ იმ სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, ისინი მთლიანად გაეროს ექვემდებარებიან და ინსტრუქციებსა თუ მითითებებს მხოლოდ მისგან იღებენ. წევრ-სახელმწიფოებს ეკრძალებათ ინფორმაციის მიღების ან გარკვეული მითითების შესრულების მიზნით რაიმე ზეწოლა თავიანთ მოქალაქეებზე, რომლებიც გ.ს.-ში მუშაობენ. გაეროს საერთაშორისო პერსონალის ძირითადი ნაწილი ნიუ-იორკში, შტაბბინაშია დასაქმებული. მათი ნაწილი ჟენევის, ვენისა და ნაირობის ოფისებში საქმიანობს.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9