1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

გა გე გვ გზ გი გლ გნ გო გრ გუ
გაგ გად გაე გავ გაზ გაკ გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაღ გაყ გაშ გაძ გაწ

გამალებული შეიარაღება

სულ ცოტა, ორი დაპირისპირებული აქტორის შეჯიბრი საკუთარი შეიარაღების გაზრდის მიზნით. გ.შ–ის საბაზისო პროცესს წარმოადგენს აქცია–რეაქციის მოდელი. იგი უმეტეს შემთხვევაში ომის წინმსწრები პროცესია. მაგ., პირველი მსოფლიო ომის წინ აღინიშნებოდა გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის კონკურენცია სამხედრო–საზღვაო ფლოტის მშენებლობაში. ხანგრძლივი კრიზისის დროს (კერძოდ, ისრაელისა და არაბული ქვეყნების კონფლიქტი) გ.შ. ცოტად თუ ბევრად დროში გაწელილი პროცესია. სსრკ–სა და აშშ–ს შორის ცივი ომის პერიოდში მიმდინარე გ.შ.–ს თან სდევდა ტექნიკური პროგრესი და ტექნოლოგიური მიღწევები სამხედრო მრეწველობაში, ასევე ახალ–ახალი სახეობის მასობრივი განადგურების იარაღის შექმნა. მიუხედავად ამისა, გ.შ. არ არის არც აუცილებელი და არც საკმარისი პირობა ომის დაწყებისთვის. ზოგის აზრით, პირიქით, სწორედ შეიარაღებებს შორის ბალანსი იყო ბირთვული ომის მთავარი შემკავებელი ფაქტორი.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9