1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

გა გე გვ გზ გი გლ გნ გო გრ გუ
გაგ გად გაე გავ გაზ გაკ გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაღ გაყ გაშ გაძ გაწ

განათლება, პროფესიული გადამზადება და ახალგაზრდული საქმეები

E. Education, Vocational Training and Youth
ევროპის გაერთიანებამ განათლების სფეროში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა 1976 წლიდან დაიწყო, თუმცა სამართლებრივი ბაზა ამ ქმედებებს მაასტრიხტის ხელშეკრულებამ შეუქმნა (ევროგაერთიანების ხელშეკრულების 149-ე და 150-ე მუხლები). ამსტერდამის ხელშეკრულებას ამ სფეროში თითქმის არაფერი შეუცვლია. განათლების სფეროში ევროგაერთიანება თანამშრომლობის პროცედურით იღებს გადაწყვეტილებებს ეკონომიკისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან და რეგიონების კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ. 1995 წლის შემდეგ განათლებისა და პროფესიული გადამზადების სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა ,,სოკრატეს” პროგრამა ხელს უწყობს სტუდენტთა გაცვლას და ამ მიზნით უნივერსიტეტებს (ერაზმის პროგრამა) და სკოლებს (კომენიუსის პროგრამა) შორის თანამშროლობას და უცხო ენების სწავლას (ლინგუას პროგრამა). სოკრატეს პროგრამით ასევე ხდება ევროპული ქსელების განვითარება განათლების კვალიფიკაციის ურთიერთაღიარების მიზნით, განათლების სფეროში ინფორმაციით უზრუნველყოფა (ევრიდიკეს პროგრამა), განათლების სფეროში პასუხისმგებელ პირთა გამოცდილების გაზიარება (პროგრამა არიონი). ,,ლეონარდო და ვინჩის” პროგრამის მიზანია პროფესიული მომზადების ხელშეწყობა გადამზადების ეროვნული სისტემების გაუმჯობესებით. პროგრამა ,,ახალგაზრდები ევროპისათვის” ითვალისწინებს ნაკლებად შეძლებული ახალგაზრდების ხელშეწყობას განათლების სისტემის გარეთ ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობით. გარდა ამისა, 1990 წლიდან მოქმედებს ტემპუსის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება გაცვლები უმაღლესი განათლების სფეროში, ერთი მხრივ, ევროკავშირის ქვეყნებიდან და, მეორე მხრივ, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან და მონღოლეთიდან. ამასთანავე, ევროპის კომისიამ დააარსა ორი სტრუქტურა, რომელიც ეხმარება ევროგაერთიანებას პროფესიული გადამზადების სფეროში. როფესიული გადამზადების ევროპული ცენტრი, რომელიც შეიქმნა 1975 წელს და სალონიკში მდებარეობს –ევროპის გადამზადების ცენტრი, რომელიც 1995 წელს შეიქმნა და ტურინში მდებარეობს. ყველა ამ პროგრამით ევროკავშირი ცდილობს, ყველას მისცეს განათლების მიღებისა და გადამზადების საშუალება წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილებაში ჩარევის გარეშე.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9