1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

გა გე გვ გზ გი გლ გნ გო გრ გუ
გაგ გად გაე გავ გაზ გაკ გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაღ გაყ გაშ გაძ გაწ

განმანათლებლობა

საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმდინარეობა, რომლის წარმომადგენელთა აზრით, დრომოჭმული საზოგადოებრივი წყობილება, ზნეობა, პოლიტიკა და ყოფა შესაძლებელია შეიცვალოს სიკეთისა და სამართლიანობის იდეებისა და მეცნიერული ცოდნის გავრცელებით, ამასთან, ეს ცვლილებები უნდა მოხდეს მშვიდობიანი რეფორმების მეშვეობით. საზოგადოებრივი წყობილების მანკიერებებს გ. ხსნის ადამიანების უვიცობით, საკუთარი ბუნების უცოდინარობით. ფართო გაგებით, გ. არის კაპიტალიზმის ჩამოყალიბების პერიოდში ანტიფეოდალური იდეოლოგიის სინონიმი. გ.-ის იდეები ფართოდ გავრცელდა მრავალი ქვეყნის მხატვრულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში და საფუძვლად დაედო ე.წ. განმანათლებლურ ეტაპს მათი განვითარების ისტორიაში. ცნობილი განმანათლებლები იყვნენ: ვოლტერი, რუსო, მონტესკიე, დალამბერი, დიდრო, ჰოლბახი, ჰერდერი, ლესინგი, შილერი, გოეთე, ფრანკლინი, ჰაინე, დესნიცკი, კობელსკი და სხვა. ისინი უდიდესი შემართებით ებრძოდნენ ეკლესიასა და ფეოდალიზმს, რელიგიურ დოგმატიზმს, სქოლასტიკურ აზროვნებას. XVIII-ს-ში გ.-მ დიდი გავლენა მოახდინა სოციალურ შეხედულებათა ჩამოყალიბებაზე (უტოპისტები, ნაროდნიკები). გ.-ის არსებითი ნიშნებია: 1. ყველა ადამიანური და საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრაში გონების ავტორიტეტი; 2. თავისუფალი მოაზროვნეობა და ანტიდოგმატიზმი; 3. ანტიკლერიკალიზმი; 4. პოლიტიკური რადიკალიზმი. ეს ნიშნები საერთოა გ.-ის სხვადასხვა ნაირსახეობისთვის და ამიტომაც ყველა მათგანს ახასიათებს: 1. დემოკრატიზმი, 2. რაციონალიზმი, 3. ისტორიული ოპტიმიზმი. პირველი დაკავშირებულია ფართო მასების მიერ კულტურისა და ცოდნის ზიარება-დაუფლების აუცილებლობასთან. მეორე გულისხმობს გონების შეუზღუდავი შესაძლებლობის რწმენას, ხოლო მესამე - მეცნიერებისა და საზოგადოების პროგრესის, ისტორიული განვითარების ერთიანი მიზნების არსებობის რწმენას.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9