1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

გა გე გვ გზ გი გლ გნ გო გრ გუ
გაგ გად გაე გავ გაზ გაკ გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაღ გაყ გაშ გაძ გაწ

გაფართოება

E. Enlargement
ევროგაერთიანების დამფუძნებელი წევრები არიან: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი. ამის შემდეგ ევროგაერთიანება ოთხჯერ გაფართოვდა: 1973 წელს: დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, დანია; 1981 წელს: საბერძნეთი; 1986 წელს: ესპანეთი, პორტუგალია; 1995 წელს: შვედეთი, ავსტრია, ფინეთი; 2002 წლის დეკემბრის კოპენჰაგენის ევროპულმა საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება მომავალი გაფართოების შესახებ და დაასახელა ის ათი ქვეყანა, რომელიც 2004 წლისათვის ევროპის კავშირის წევრები გახდებიან: ესტონეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი და ჩეხეთი. რაც შეეხება ბულგარეთსა და რუმინეთს, 2007 წლისათვის ეს ორი ქვეყანაც მიუერთდება ევროპის კავშირს. 2004 წელს კი გადაწყდება აკმაყოფილებს თუ არა თურქეთი კრიტერიუმებს მიერთების მოლაპარაკებათა დასაწყებად. 2003 წლის 16 აპრილს ხელი მოეწერა გაწევრიანების ხელშეკრულებებს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ათ ქვეყანას შორის.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9