1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

გა გე გვ გზ გი გლ გნ გო გრ გუ
გეგ გეი გემ გენ გეო გერ გეტ გეშ

გენდერ-მეინსტრიმინგი

(ინგლ. Main - მთავარი, streaming- წყება, დინება, ხაზის გატარება) - ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გენდერული ინდიკატორების გატარების კომპლექსური პოლიტიკა. მაგალითად, პეკინის პლატფორმის 12 პრიორიტეტიდან 1998 წლის თებერვალში საქართველოს პრეზიდნეტის განკარგულებით შექმნილმა „ქალთა განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემმუშავებელმა სახელმწიფო კომისიამ“ სამოქმედო გეგმისთვის 7 ძირითადი პრიორიტეტი აირჩია: ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნა; ქალის როლისა და მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; ეკონომიკური პოლიტიკა; ქალი და სიღარიბე; ქალი და შეიარაღებული კონფლიქტები; ქალის ჯანმრთელობის გაუმჯობესება; ქალთა უფლებები. არსებობს ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებულებები საქართველოში ქალთა უფლებების განმტკიცების გეგმის შესახებ (2000-2002 და 2002-2004 წლებისა). თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი სფერო გულისხმობს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის პოლიტიკის გატარებას და გენდერული ასიმეტრიის დაძლევას საერთაშორისო და ეროვნული შეთანხმების საფუძველზე.
Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9