1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

გა გე გვ გზ გი გლ გნ გო გრ გუ
გეგ გეი გემ გენ გეო გერ გეტ გეშ

გენდერული ინდიკატორები

გაეროს, ევროსაბჭოს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ ადამიანის უფლებათა დოკუმენტების ორდინალური ტერმინი, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი საკითხის (პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, ეკოლოგია და ა.შ.) გენდერული მახასიათებლებით ანალიზს. რაოდენობრივი მაჩვენებლები მოიცავს სტატისტიკურ მონაცემებს და ამა თუ იმ სტრუქტურას, მოვლენას, პროცესს (რეგრესს, პროგრესს) აფასებს გენდერულ ჭრილში, ხოლო ხარისხობრივი მაჩვენებლები აღწერს ამგვარი მიდგომის ეფექტურობას. მაგალითად, ურთიერთკავშირი პარლამენტში ქალთა რაოდენობას, გადაწყვეტილების მიღების პროცესს, დემოკრატიულობასა და ამ გადაწყვეტილებათა ეფექტურობას შორის. ანდა გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტისა და მისი სოციალური შედეგების ურთიერთმიმართება - თანაბრი ანაზღარებისა და დასაქმების უზრუნველყოფა, ჰუმანური განვითარების ინდექსი, დემოკრატიზაციის ხარისხის დონე. გაეროს 1995 წლის მოხსენება აზუსტებს უმაღლესი რანგის ხელმძღვანელთა მოვალეობას გედნერული ინდიკატორების ასამოქმედებლად. გენდერული ინდიკატორები გენდერული თანასწორობის მიღწევის საშუალებებია.
Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9