1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

გა გე გვ გზ გი გლ გნ გო გრ გუ
გეგ გეი გემ გენ გეო გერ გეტ გეშ

გენდერული სისტემა

მეცნიერები ფიქრობენ, რომ არ არსებობს გენდერულად ნეიტრალური მოვლენა თუ სოციალური სიტუაცია. ითვლება, რომ კონტრაცეფცია, აბორტი, საოჯახო საქმე - ქალის დაინტერესების სფეროა, ხოლო ფინანსები, სპორტი, პოლიტიკური პარტიების პლატფორმა - მამაკაცების სამოქმედო ველი. პატრიარქალური გენდერული სისტემა ამგვარი დაყოფის, წარმოდგენათა წყობის ურთიერთმიმართებაა, სადაც „ქალის სფერო“ მეორეხარისხოვანია. თანამედროვე გენდერული სისტემა კი ორიენტირებულია „თანაბარი სტატუსის“ დამკვიდრებაზე. როცა პატრიარქატის კანონების მაგივრად ხება იერარქიულობის ტრანსფორმაცია ეგალიტარიზმის პრინციპებად. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ისტორია ეს არის არა მარტო ისტორიულ ფორმაციათა ცვლილება, არამედ გენდერულ სისტემათა შინაარსის ტრნასფორმირების პროცესიც.
Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9