1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

გა გე გვ გზ გი გლ გნ გო გრ გუ
გეგ გეი გემ გენ გეო გერ გეტ გეშ

გენდერული სტატისტიკა

სტატიტიკური მონაცემების გენდრულ ჭრილში დამუშავების თეორია და პრაქტიკა. გენდერული სტატისტიკა საშუალებას იძლევა შეფასდეს გენდერული ინდიკატორების რაოდენობრივი მდგომარეობა მოცემულ ქვეყანაში. გენდერული სტატისტიკა მოიცავს მამაკაცებისა და ქალების რაოდენობრივ მაჩვენებლებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორისაა: მოსახლეობის სქესობრივი შემადგენლობა, დედის (მამის) საშუალო ასაკი ბავშვის დაბადებისას; ქალის (მამაკაცის) სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა; თვითმკვლელობები; დასაქმებულთა განაწილება საკუთრების ფორმის მიხედვით; თვითდასამქებულთა საშუალო თვიური შემოსავალი; ხელისუფლებაში ქალებისა და მამაკაცების რაოდენობა; მსჯავრდებულთა რიცხვი დანაშაულებათა სახეობის მიხედვით და სხვა. გენდერული სტატისტიკა გენდერულ ფსიქოლოგიასთან ერთად აანალიზებს, მეცნიერულ დონეზე განაზოგადებს გენდერული ასიმეტრიისა და სექსიზმის გამოვლინების მიზეზ-შედეგობრივ კავშირს.
Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9