1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

გა გე გვ გზ გი გლ გნ გო გრ გუ
გეგ გეი გემ გენ გეო გერ გეტ გეშ

გენდრული ეკონომიკა

ეკონომიკური კვლევის მიმართულება, რომელიც სწავლობს გენდერული ინდიკატორების არსებობას ან არარსებობას ეკონომიკის როგორც ფორმალურ ასევე არაფორმალურ სექტორში. გენდრულად მგრძნობიარე ეკონომიკა, საბანკო, საგადასახადო, დასაქმების პოლიტიკა, ასიგნაციები, ბიუჯეტი და ა.შ. მოიაზრებს ქალთა დასაქმებას, პროფესიული კარიერის განმტკიცებას, ანაზღუარებას, მამაკაცთან თანასწორი ეკონომიკური პირობების ლობირებას საერთაშორისო და ეროვნული დონის ნორმების საფუძველზე. ეკონომიკური პროცესები არასრულფასოვანია, თუ მათში ქალები და მამაკაცები თანაბრად არ მონაწილეობენ. \ გარდამავალმა პერიოდმა და გლობალიზაციის პროცესმა გამოიწვია ქალთა ჩაბმა ე.წ. ჩრდილოვან დინებაში, რაც ეკონომიკური კრიზისით, ოჯახის გადარჩენის სტრატეგიით და საბაზრო ეკონომიკის არაცივილიზებული კანონების არსებობითაა განპირობებული. მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ქალები იძულებულნი არიან ე.წ. არაპრესტიჟულ (დაბალანაზღაურებად) სამუშაოს დასთანხმდნენ როგორც სამშობლოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ინიცირებულმა პროგრამებმა გააძლიერა ქალთა დისკრიმინაცია. განვითარებადი ქვეყნები გადაიქცნენ ნედლეულისა და იაფი მუშახელის მიმწოდებელ ბაზრად და ამ ბაზარს ძირითადად ქალის მიერ წარმოებული პროდუქცია ავსებს. ამავე დროს, ქალებმა „ვერ მოახერხეს“ დიდი კაპიტალის დაგროვება, რამაც ისინი დიდი ხნით ჩამოაშორა ეკონომიკის მართვის ბერკეტებს.
Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9