1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

გა გე გვ გზ გი გლ გნ გო გრ გუ
გეგ გეი გემ გენ გეო გერ გეტ გეშ

გენდრული ცენზურა

ქალთა მოძრაობის, წარმატებების, დისკრიმინაციის, რეალური მდგომარეობის მიჩუმათების ტექნოლოგია, როემლსაც იყენებს როგორც პატრიარქალური სახელმწიფო, ასევე მეოთხე - მასმედია. არსებობს სხვადსხვა ხერხები, არ დაუშვან გენდერული (ქალთა) პრობლემების აქტუალიზება და მათი მნიშვნელობის განვრცობა მთელს საზოგადოებაში. გენდერული იდეოლოგია, როგორც დღეისათვის გაბატონებული პატრიარქალური იდეოლოგიის ალტერნატივა, იგნორირებულია ჯერ კიდევ ბავშვის აღზრდისას, ოჯახში, სკოლაში, საზოგადოებასა და პირად ცხოვრებაში. გენდერული ცენზურა გენდერული ძალადობის ფორმაა. ამგვარი წნეხი იწვევს ე.წ. ქალთა თვითცენზურას, რაც დისკრიმინაციის ფარულ თუ ხილულ მექანიზმებს აღრმავებს. საკუთარი უფლებების არცოდნა ასევე ნოყიერ ნიადაგს უქმნის გენდერული ცენზურის არსებობას.
Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9