სოციოლოგიაში ეს ცნება გამოიყენება ქალაქების იმ უბნების (რაიონების) აღსანიშნავად, რომლებიც გამოირჩევა ძალზე ღარიბი დასახლებებით, მომსახურების ობიექტების ძალზე მცირე რიცხვითა და აფრიკულ-ამერიკული წარმოშობის ადამიანების ჭარბი კონცენტრაციით. თავდაპირველად ეს ტერმინი გამოიყენებოდა ევროპის ქალაქების იმ უბნების მიმართ, რომლებიც დასახლებული იყო ებრაელებით, რომლებიც გამოცალკევებული იყვნენ ქალაქის დანარჩენი მოსახლეობისაგან.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]