1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

გა გე გვ გზ გი გლ გნ გო გრ გუ
გვა

გვარი, ტომი, ფრატრია

გ. სისხლით ნათესავთა ჯგუფია, რომლის წევრები თავიანთ წარმომავლობას დედის ან მამის მხრიდან საერთო წინაპარს (რეალურს ან მითიურს) უკავშირებდნენ და საერთო სახელწოდება ჰქონდათ. გ. წარმოიშვა პირველყოფილ ადამიანთა ჯოგიდან ქვედა და ზედა პალეოლითის მიჯნაზე. ეგზოგამიის წესის თანახმად, გ-ს არ შეეძლო დამოუკიდებელი არსებობა და ტ-ში იყო გაერთიანებული. ტ. წინაკლასობრივი საზოგადოების ეთნიკური და სოციალური ერთიანობის ტიპია, რომელსაც ახასიათებს წევრთა სისხლით ნათესაობითი კავშირი. იყოფა გ-ად და ფ-ად. აქვს საერთო სატომო ტერიტორია, ენა (დიალექტი), ტომობრივი თვითშეგნება და ენდოგამია, განვითარებულ გვაროვნულ წყობილებაში - საკუთარი მმართველობა, რომელსაც სათავეში უდგას სატომო სამხედრო და სამოქალაქო საბჭო. ტ-ს აქვს თავისი კულტი და სატომო დღესასწაულები.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9