E. Planning and Early Warning Unit ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმვისა და დროული შეტყობინების დანაყოფის ჩამოყალიბება ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ეფექტურობისათვის საჭიროა მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი საგარეო პოლიტიკური პროცესების დროული და უფრო ღრმა ანალიზი. გამომდინარე აქედან, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები უნდა ემყარებოდნენ სარწმუნო ინფორმაციას, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება კავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსათვის \nდასკვნითი აქტის თანდართული დეკლარაციით წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ საბჭოს გენერალურ სამდივნოში დაგეგმვისა და დროული შეტყობინების დანაყოფის შექმნაზე, რომელიც დაექვემდებარებოდა საბჭოს გენერალურ მდივანს. დანაყოფი შედგება საბჭოს გენერალური სამდივნოს, წევრი სახელმწიფოების, კომისიის და დასავლეთ ევროპული კავშირის წარმომადგენლებისგან.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]