1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

და დე დი დო დრ დს დუ
დაბ დაგ დად დავ დაზ დაი დაკ დამ დან დაპ დარ დას დაუ დაფ დაქ დაშ დაც დაწ დახ დაჯ

დასაქმების კოორდინირებული სტრატეგია

E. Coordinated Strategy of Employment
ამსტერდამის ხელშეკრულებამ შემოიღო დასაქმების კოორდინირებული სტრატეგიის ცნება, რომელიც 1994 წლის დეკემბერის ესსენის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით ამოქმედებული დასაქმების ინტეგრირებული სტრატეგიიდან გამომდინარეობს ესსენის ევროპულმა საბჭომ სთხოვა წევრ სახეწლმიფოებს, შეემუშავებინათ დასაქმების მრავალწლიანი პროგრამები და წარედგინათ ანგარიშები კომისიისათვის მათი განხორციელების შესახებ. ეს ანგარიშები აღწერენ ბოლო 12 თვის განმავლობაში მთავრობათა მიერ გატარებულ ზომებს ამ მრავალწლიანი პროგრამების განხორციელებისათვის და აფასებენ, თუ რა შედეგი იქონიეს ამ ქმედებებმა დასაქმებაზე. მომდევნო წლებში ,,ესსენის სტრატეგია” კიდევ უფრო დაიხვეწა საბჭოსა და კომისიის ერთობლივი ანგარიშების საფუძველზე. 1997 წელს ევროგაერთიანების ხელშეკრულებას ამსტერდამის ხელშეკრულებით დაემატა ახალი თავი, სადაც საუბარია კოორდინირებულ სტრატეგიასა და დასაქმების პრინციპებზე. პრაქტიკულად საქმე ეხებოდა ორ მთავარ ინოვაციას. მინისტრების საბჭო ყოველწლიურად შეიმუშავებს დასაქმების სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელიც ზოგად ეკონომიკურ პოლიტიკას ასახავს. ასეთ დროს საბჭო, კომისიის წინადადების საფუძველზე, პარლამენტთან, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტსა და რეგიონების კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს კვალიფიციური უმრავლესობით; საბჭოს შეუძლია რეკომენდაციები შესთავაზოს წევრ სახელმწიფოებს თითოეულის დასაქმების პოლიტიკის ყოველწლიური შეფასების საფუძველზე, რაზეც გადაწყვეტილება მიიღება კვალიფიციური უმრავლესობით.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9