1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

და დე დი დო დრ დს დუ
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დეპ დერ დეს დეტ დეფ დეც

დე ფაქტო – დე იურე

განსხვავება რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის არსებობაში ან პოლიტიკური ნორმის ფაქტობრივი და სამართლებრივი სახით რეალიზაციაში. პოლიტიკური პროცესების დინამიკური ხასიათი ხშირად წარმოშობს შეუთავსებლობას პოლიტიკური სუბიექტის რეალურ არსებობასა და მის ლეგიტიმაციას შორის. ასე მაგალითად, ყოველი რევოლუციის ან სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოსული ხელისუფლება ყოველთვის დე ფაქტო ხელისუფლებაა. ის ფაქტობრივად არსებობს იმისდა მიუხედავად, კანონიერია თუ არა. კიდევ ერთ (თუმცა სხვა ტიპის) მაგალითად შეიძლება დასახელდეს XX ს–ის მიწურულს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა, რომელიც ფაქტობრივად დამოუკიდებლად არსებობს, მაგრამ მის დამოუკიდებლობას არ ცნობს მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფო.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9