1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

და დე დი დო დრ დს დუ
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დეპ დერ დეს დეტ დეფ დეც

დემოკრატიული დეფიციტი

E. Democratic Deficit
არსებობს მოსაზრება, რომ ევროპის კავშირი დემოკრატიის დეფიციტის გამო თანდათან შორდება ჩვეულებრივ ევროპელ მოქალაქეებს. უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ გაერთიანების ინსტიტუციურ მოწყობაში წამყვან როლს ასრულებენ ორგანოები, რომელთაგან ერთი აერთიანებს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ფუნქციებს (საბჭო), მეორეს კი აკლია დემოკრატიული ლეგიტიმურობა (კომისია - მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წევრებს წევრი სახელმწიფოები ნიშნავენ და მისი შემადგენლობა უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, რომლის წინაშეც კომისია ანგარიშვალდებულია) ამსტერდამის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ გაერთიანების დემოკრატიული დეფიციტი შემცირდა. უფლებამოსილება გაეზარდა პარლამენტს, გარდა ამისა, დაწესდა წევრ სახელმწიფოთა პარლამენტებისათვის რეგულარული ანგარიშების წარდგენა გაერთიანების საქმიანობის შესახებ.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9