1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

და დე დი დო დრ დს დუ
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დეპ დერ დეს დეტ დეფ დეც

დეპორტაცია

  1. E. Deportation
    მოსახლეობის იძულებითი გადასახლება ტერიტორიიდან რეალური, სავარაუდო, ან პოლიტიკური მიზეზების გამო, როგორიცაა სამხედრო მოქმედებების საფრთხე, ბუნებრივი კატასტროფები, ბირთვული გამოცდები, ან ტერორისტული აქტები, მოსახლეობის პოლიტიკური არაკეთილსაიმედოობა. დ. სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განახორციელოს ოკუპანტმაც.
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. E. Deportation
    პირის იძულებითი გასახლება, გაძევება სხვა სახელმწიფოში. იგი ძირიტადად გამოიყენება უცხოელ და მოქალაქეობის არმქონე (იხ. აპარტიდი) პირთა მიმართ, რომლებმაც უკანონოდ გადმოლახეს სახელმწიფო საზღვარი. თუმცა ბოლო წლებში დ-ს არცთუ იშვიათად ფართო მასშტაბით და აშკარად დანაშაულებრივად იყენებდნენ და იყენებენ ზოგიერთი სახელმწიფოს ტოტალიტარული რეჟიმები, მეტადრე კი აგრესიული სეპარატისტები, რომლებიც არაერთი რეგიონიდან დიდძალი მოსახლეობა გამოაძევეს ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით.
    Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
  3. პირის იძულებითი გასახლება, გაძევება სხვა სახელმწიფოში. იგი ძირითადად გამოიყენება უცხოელ და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ, რომლებმაც უკანონოდ გადმოლახეს სახელმწიფო საზღვარი. თუმცა, ბოლო წლებში დ–ს არცთუ იშვიათად ფართო მასშტაბით და აშკარად დანაშაულებრივად იყენებდნენ და იყენებენ ზოგიერთ სახელმწიფოთა ტოტალიტარული რეჟიმები, მეტადრე კი აგრესიული სეპარატისტები, რომლებმაც არაერთი რეგიონიდან დიდძალი მოსახლეობა გამოაძევეს ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  4. E. deportation
    Fr. deportation
    L. deportatio გაძევება, გასახლება
    1. სისხლის სამართლის სასჯელის, ადმინისტრაციული სახდელის სახით სახელმწიფოდან გასახლება, გაძევება;
    2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით კაცობრიობის მშვიდობის, უშიშროებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავში მოცემული ნორმების დისპოზიციაში გამოყენებული ტერმინი, რომელიც ასახავს საცხოვრებელი ადგილიდან სამოქალაქო მოსახლეობის იძულებით გასახლებას.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9