1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

და დე დი დო დრ დს დუ
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დეპ დერ დეს დეტ დეფ დეც

დესპოტიზმი

  1. ერთი პირის შეუზღუდავი ხელისუფლების ფორმა. შესაბამისი მნიშვნელობით დესპოტის ტიტულს ატარებდნენ ბიზანტიის იმპერატორები. ძველი ბერძნები „დესპოტს“ არათავისუფალი ქვეყნის მმართველს უწოდებდნენ. თეორიული აზრის განვითარების კვალად, თანადათანობით შეიცვალა ტერმინის მნიშვნელობაც. პირველად არისტოტელემ გამიჯნა ერთმანეთისაგან სპარსული დესპოტია და ბერძნული ტირანია. ტირანია ხანმოკლეა და მთლიანად ძალადობას ემყარება, მაშინ როდესაც აღმოსავლური დესპოტია სტაბილური რეჟიმია იმ ხალხისა, ვინც არც იცის სხვაგვარი მმართველობის წესი. შესაბამისად, აღმოსავლური დესპოტია ემყარება არა იმდენად ძალადობას, რამდენადაც ხალხის თანხმობას და, ტირანიისგაან განსხვავებით, ლეგიტიმურია, დ. როგორც სპეციფიკურად აღმოსავლური მმართველობის სახე, მონტესკიეს მიერ გვიან კიდევ უფრო გაიმიჯნა დასავლური აბსოლუტისტური რეჟიმებისაგან, რომელთა მონარქები, როგორი რეპრესიული ხასიათიც უნდა ჰქონოდა მათ მმართველობას, ყოველთვის მართავდნენ (თუნდაც, საკუთარ ნებას დაქვემდებარებული, მაგრამ მაინც არსებული) კანონის შესაბამისად. ბევრ თანამედროვე თეორიაში ტერმინი დ. ნეგატიური მნიშვნელობით – გადაჭარბებული ძალაუფლების აღმნიშვნელად გამოიყენება.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. despotism
    Gk. despoteia განუსაზღვრელი ძალაუფლება
    1. ერთი ადამიანის თვითმპყრობელური, განუსაზღვრელი ძალაუფლების ფორმა, შეუზღუდველი მონარქია, გამოირჩევა განუკითხაობითა და ხელისუფლების უსამართლობით;
    2. თვითმპყრობელობა და განუკითხაობა გარშემო მყოფებთან ურთიერთობებში.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9