1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

და დე დი დო დრ დს დუ
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დეპ დერ დეს დეტ დეფ დეც

დესტაბილიზაცია

საგარეო პოლიტიკური ქმედება, რომელიც სხვა ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო ძალით ღია ჩარევის გარეშე ამ ქვეყნის პოლიტიკური სისტემის საფუძვლიან ცვლილებას ითვალისწინებს. დ–ის მიღწევა სამხედრო, დიპლომატიური, ეკონომიკური და სოციალური მეთოდებით შეიძლება. არ არის აუცილებელი, დ–ის მიზანი იყო სამიზნე ქვეყანაში სოციალური ძვრების გამოწვევა და მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურების დაშლა. უმრავლეს შემთხვევაში, დ–ის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტის – მთავარი მიზანი სამიზნე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ცვლილებაა, რაც ხელმძღვანელობის შეცვლით მიიღწევა ხოლმე. წარმატებულმა დ–მ შეიძლება სახელმწიფო გადატრიალება ან სამოქალაქო ომიც კი გამოიწვიოს. დ. ცივი ომის პერიოდში ზესახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის ჩვეულებრივ მეთოდად განიხილებოდა.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9