1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

და დე დი დო დრ დს დუ
დი დია დიდ დივ დიზ დით დილ დინ დიო დიპ დირ დის დიუ დიფ დიქ

დიასპორა

  1. პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს ებრაელების გადასახლებას ბაბილონში ნაბუქოდონოსორის მიერ ძვ.წ. 586 წელს. აგრეთვე, ახ.წ. 70 წელს რომაელების მიერ იერუსალიმის დანგრევისა და 135 წელს აჯანყების ჩახშობის შემდეგ ებრაელთა მთელს მსოფლიოში გაფანტვას. დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ ებრაელთა დ–ს მოიხსენიებდნენ. შემდეგ დ. დაერქვა ბერძნულ, სომხურ, ირლანდიურ და ჩინურ ემიგრაციასაც. სხვა ეროვნების ემიგრანტებს დ–დ არ მიიჩნევდნენ. ამჟამად ამ ტერმინის მნიშვნელობა გაფართოვდა და დ–დ იწოდება ყველა დისპერსიული ემიგრანტული თემი (მიუხედავად ეროვნული კუთვნილებისა), რომელიც საკუთარი ქვეყნის გარეთ მდებარეობს, მაგრამ ინარჩუნებს თვითიდენტიფიკაციას ისტორიულ სამშობლოსთან.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. diasore
    G. Diaspora
    Gk. diaspora გაფანტვა
    სამშობლოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოსახლეობის, ეთნიკური ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილი.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9