1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

და დე დი დო დრ დს დუ
დი დია დიდ დივ დიზ დით დილ დინ დიო დიპ დირ დის დიუ დიფ დიქ

დივერსია

  1. E. Sabotage
    ეს ტერმინი გულისხმობს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ობიექტების მწყობრიდან გამოყვანის სხვადასხვა მეთოდს. იურიდიულად დ. გულისხმობს ზიანის მიყენებას, ან ზიანის მიყენების მცდელობას ქვეყნის თავდაცვის საწინააღმდეგო მოქმედებით, თავდაცვითი და სამხედრო ქონების, შენობების და ნაგებობების, მათ შორის ადამიანების და ბუნებრივი რესურსების წინასწარგანზრახული დაზიანებით, ან განადგურებით.
    დ-ის ტიპოლოგია დამოკიდებულია შემსრულებელთა ტიპების ან მათი მიზნების განსხვავებაზე. არჩევენ 4 ტიპის შემსრულებლებს: მოსამსახურეები, პროფესიული აგენტები, პარტიზანები, „მეხუთე კოლონის” წარმომადგენლები”. დ-ის ჩატარების მიზანი შეიძლება იყოს: სამხედრო საბოტაჟი, ეკონომიკური საბოტაჟი, საბოტაჟი პოლიტიკური, ან სოციალური მიზნების მისაღწევად.
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. E. diversion
    G. Diversion
    L. diversio გადახრა, ყურადღების გადატანა
    სამოქალაქო ან სამხედრო დანიშნულების, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების განადგურება ან არსებითად დაზიანება.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9