1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

და დე დი დო დრ დს დუ
დი დია დიდ დივ დიზ დით დილ დინ დიო დიპ დირ დის დიუ დიფ დიქ

დიპლომატია

  1. სგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნებთან ურთიეთობებში სახელმწიფოს მიზნების შესრულებას ემსახურება. დ-ის, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტის მთავარი ფუნქცია მხარეებს შორის საერთო ინტერესების მოძებნა და კონფლიქტური საკითხების გამორკვევაა მათი მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნით. დიპლომატიური საქმიანობა ხორციელდება მოლაპარაკებების მეშვეობით, რომელსაც დიპლომატიური წარმომადგენელი, ელჩი ახორციელებს. მუდმივი ელჩის ინსტიტუტი პირველად XV-ის იტალიაში წარმოიშვა და მთელს მსოფლიოში გავრცელდა. დ-ური წარმომადგენლობების მთავარ ფუნქციებს დღემდე ინფორმაციის მოპოვება და მისი ინტერპრეტირება, წარმგზავნი სახელმწიფოს სამხედრო და ეკონომიკური ინტერესების დაცვა და სავაჭრო კავშირების ხელშეწყობა წარმოადგენს. დ. საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტის ფუნქციის გარდა საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის როლსაც ასრულებს. ხშირად ამ სიტყვით ზოგადად საერთაშნორისო ურთიერთობებსაც აღნიშნავენ.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. diplomacy
    Fr. diplomatie
    Gk. diploma ორად გაკეცილი წერილი, დოკუმენტი
    1. სახელმწიფოს საერთაშორისო, საგარეო პოლიტიკის განხორციელებისაკენ მიმართული მთავრობის საქმიანობა;
    2. რაიმე მიზნის მიღწევისთვის ადამიანებთან დახვეწილი ურთიერთობა, საქმიანობა.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9