1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

და დე დი დო დრ დს დუ
დი დია დიდ დივ დიზ დით დილ დინ დიო დიპ დირ დის დიუ დიფ დიქ

დისკურსული ცნობიერება

გიდენსის მიხედვით, აღნიშნავს ინდივიდის უნარს „აქციოს“ საგნები (მოვლენები) სიტყვებად. ეს არის მსჯელობის (დასაბუთების), ანუ აქტიურად რეფლექსური ცოდნის დონე, როდესაც ინდივიდს შეუძლია იმის თქმა, თუ რატომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქმედების წარმომქმნელი მიზეზების გაცნობიერება. აქტიური რეფლექსიის უნარი მობილიზდება მხოლოდ რუტინათა შეწყვეტის ან კრიტიკული მსხვრევის დროს. ეს პროცესი ზოგჯერ წინასწარმეტყველებადია (მაგ., უნივერსიტტის დასრულება ან სამსახურიდან გადადგომა), ხოლო ზოგჯერ რუტინათა შეწყვეტა ხდება გაუფრთხილებლად (მაგ., უმუშევრად დარჩენის ან სერიოზული დაავადების დროს). ამ დროს აქტორები საკუთარი ძალების მობილიზებას ახდენენ და პრობლემების გადასაჭრელად აზროვნებას მიმარავენ, რაც ანელებს დაძაბულობას და, საბოლოო ჯამში, სოციალური ცვლილებები მოაქვს. გიდენსი აღიარებს პასიური რეფლექსურობის არსებობასასც, რომელიც პრაქტიკული ცნობიერების დონეზე ხორციელდება
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9