1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

და დე დი დო დრ დს დუ
დი დია დიდ დივ დიზ დით დილ დინ დიო დიპ დირ დის დიუ დიფ დიქ

დისტანცია

  1. მიესადაგება რეალურ, ფიზიკურ მანძილს, რომელიც მოვლენათა (საგანთა) არაერთგვაროვნების ან გათიშულობის აზრობრივი გაზომვის ფუნქციას ასრულებს. სოციალურ მეცნიერებებში შემოვიდა ეთნოლოგიის სფეროდან, კერძოდ, პროქსემიკიდან, რომელიც ადამიანებს შორის დამოკიდებულებებს მათ შორის სივრცული მიმართებების მეშვეობით აღწერს. სოციალურ მეცნიერებებში დ-სთან დაკავშირებული რამდენიმე ტერმინი არსებობს: ფსიქოლოგიური დ. - ადამიანთა განკერძოების რაღაც დონე, რომელიც, ჩვეულებრივ, ურთიერთქმედებაში გაჩენილ სირთულეთა შესახებ მსჯელობებით გამოიხატება; სოციალური დ. - ასახავს საზოგადოებაში ინდივიდებსა და ჯგუფებს შორის დაშორების ხარისხს; ძალაუფლებრივი დ. – საზოგადოების „დაბალი ფენების“ დამოკიდებულება სოციალური უთანასწორობისადმი; სახალხო დ. - ფიზიკური სივრცე, რომელსაც ადამიანები ინარჩუნებენ ერთმანეთს შორის სახალხო მოღვაწეობის დროს (მაგალითად, ლექციის კითხვისას). სოციალური და ფსიქოლოგიური დ-ის ცნებები საკმაოდ რთული ცნებებია. ისინი ასახავს პირადი და სოციალური ურთიერთქმედების მოდელს; ადამიანებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის სიახლოვის, ერთმანეთის ღირბულებებისა და იდეალები მიმართ ორმხრივი სიმპათიების ხარისხსს; ემოციური თანაზიარობის არარსებობას, წინასწარგანზრახული მიუკერძოებლობის პოზას, რაც რეალობაში ურთიერთქმედებისთვის ბარიერებს (ზოგჯერ გადაულახავს) ქმნის და სხვ. ფსიქოლოგიური და სოციალური დ-ის ინდიკატორებია: ა) საზოგადობის რომელიმე ფენის მისაწვდომობა სხვა ფენის ადამიანისა თუ ჯგუფებისათვის; ბ) უთანასწორობის შინაგანი შეგრძნება, რომელიც ინდივიდს ან ჯგუფს აქვს საზოგადოების რაღაც ნაწილის მიმართ - ჩვეულებრივ მისი ინდიკატორია ის, თუ რამდენად სიამოვნებს ადამიანს სხვა ადამიანთან (ფსიქოლოგიური დ.) ან სხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელთან (სოციალური დ.) ურთიერთობა. ძალზე ხშირად სოციალურ მეცნიერებებში გამოიყენება ტერმინები „ჰორიზონტალური დ“. და „ვერტიკალური დ“. იმის აღსანიშნავად, ადამიანები ერთსა და იმავე სოციალურ-ეკონომიკურ კლასებს ეკუთვნიან თუ სხვადასხვას.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. distance
    Fr. Distance
    L. distantia მანძილი, შუალედი
    მანძილი, შუალედი.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9