1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

და დე დი დო დრ დს დუ
დი დია დიდ დივ დიზ დით დილ დინ დიო დიპ დირ დის დიუ დიფ დიქ

დისციპლინური სასჯელი

  1. E. Disciplinary punishment
    არმიის პოლიციის, ან საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული სასჯელის ზომები, რომლებიც, როგორც წესი, ადმინისტრაციული ხასიათისაა და არ განიხილება მოსამართლეთა მიერ. დ.ს-ის მაგალითია შრომის უფლების საერთოდ და, კერძოდ, პროფესიული შრომის აკრძალვა, არმიაში კი _ მძიმე სამუშაოზე გამწესება, ან დაპატიმრება
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. E. disciplinary punishment
    შრომის დისციპლინის დამრღვევ პირებზე ზემოქმედების ერთერთი ფორმა. საქართველოში გავრცელებულია აღნიშნული სასჯელის შემდეგი სახეები: შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, დათხოვნა. შესაძლებელია აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის ან სპეციალური წესდებების, დებულებების შესაბამისად არსებობდეს დისციპლინური სასჯელის სხვა ფორმები. ასე მაგალითად, საჯარო მოხელის მიმართ გამოიყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით - არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა - არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის საფუძველზე. (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, მუხლი 135, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 79).
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9