1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

და დე დი დო დრ დს დუ
დი დია დიდ დივ დიზ დით დილ დინ დიო დიპ დირ დის დიუ დიფ დიქ

დიქტატურა

  1. E. Dictatorship
    მმართველობის ფორმა, რომელიც დამყარებულია რომელიმე ქარიზმატულ ლიდერზე, „ღვთის ნებაზე”, ან სხვა არადემოკრატიულ საფუძველზე და არა ხალხის უმრავლესობის თანხმობაზე. დიქტატორი, როგორც წესი, ძლიერი პიროვნებაა. ზოგჯერ რამდენიმე ლიდერი (ხშირად სამხედრო დაჯგუფებათა წარმომადგენლები) ხუნტას აყალიბებს. დ-ს დროს არ არის დაცული ადამიანის უფლებები, ხოლო ეკონომიკური განვითარება (რომელსაც ხშირად იყენებენ დ-ს გასამართლებლად), რეპრესიისა და კორუფციის არსებობის გამო, მაღალი არ არის. დ-ს პირობებში ეკონომიკამ შესაძლოა ზოგჯერ გარკვეული აღმავლობაც განიცადოს, მაგრამ ეკონომიკური თავისუფლება პოლიტიკური თავისუფლების არარსებობის პირობებში, საბოლოო ჯამში, როგორც წესი, აჩქარებს პოლიტიკურ (და, ხშირად, ეკონომიკურ) კრიზისს
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. ერთი პირის შეუზღუდველი მმართველობა. ძველ რომში დიქტატორებს ექვსი თვის ვადით ირჩევდნენ ქვეყნისათვის განსაკუთრებული საფრთხის ჟამს. ამასთან, ძველი რომის დიქტატორები თავიანთ მოქმედებებში ექვემდებარებოდნენ კანონს და ანგარიშვალდებულებისაგანაც არ იყვნენ თავისუფალნი. უფრო გვიან, ჯერ სულას და შემდეგ კი უკვე იმპერატორების მმართველობის ხანაში, დ-მ მიიღო დაახლოებით ისეთივე მნიშვნელობა, როგორიც მას დღეს აქვს: მმართველობის ისეთი წესი, რომელიც არ იზღუდება არც კონსტიტუციით ან სხვა კანონებით და არც რაიმე პოლიტიკური თუ სოციალური ფაქტორებით. დიქტატორული მმართველობა დამახასიათებელი იყო XX ს-ის თითქმის ყველა ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმისათვის. შესაბამისად, თეორიულ ლიტერატურაში დიქტატორების რანგში შეიძლება მოხსენიებულნი იყვნენ მუსოლინი, სტალინი, ფრანკო, ჰიტლერი. თანამედროვე პერიოდში დ-დ მოიხსენიება სადამ ჰუსეინის რეჟიმი ერაყში ან კადაფის რეჟიმი ლიბიაში და სხვ. დ-ის აუცილებლობის თეორიულ გამართლებას ვპოულობთ მარქსთან. „გოთას პროგრამის კრიტიკაში“ (1848) მარქსი პირველად ალაპარაკდა განსაკუთრებული ტიპის, პროლეტარიატის დ-ზე. ეს, მარქსის აზრით, კაპიტალიზმიდან კომუნისტურ საზოგადოებაზე გადასვლის პერიოდი, რომლის დროსაც სახელმწიფო არსებობს პროლეტარიატის დ-ის სახით.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  3. E. dictatorship
    L. dictatura, dictare ბრძანების გაცემა
    პირის, ჯგუფის, კლასის შეუზღუდავი ძალაუფლება.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9