ცალმხრივი, სქემატური, უცვლელი აზროვნება, ეყრდნობა განყენებულ დებულებებს, რომლებიც არ ითვალისწინებენ კონკრეტულ პირობებსა და პრაქტიკას. დ-ის საფუძველს წარმოადგენს ავტორიტეტებისადმი ბრმა რწმენა, მოძველებული დებულებების დაცვა და მათი აბსოლუტიზაცია. იგი დამახასიათებელია რელიგიური აზროვნებისათვის. პოლიტიკურ საფუძველს დ-ისთვის წარმოადგენს საზოგადოებაში შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელი პირობების, დემოკრატიის, საჯაროობისა და სიტყვის თავისუფლების არარსებობა, რასაც თეორიისგან პრაქტიკის დაშორებისკენაც მივყავართ.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]