1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

და დე დი დო დრ დს დუ
დოგ დოვ დოზ დოკ დომ დონ დოს დოტ დოუ დოქ დოც

დოკუმენტების ანალიზი

მეთოდი, რომლის მეშვეობითაც კვლევის მიზნებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღება. მისი დანიშნულება შესასწავლი ობიექტის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მისი დაფიქსირება ნიშნების (ანალიზის კატეგორიების) სახით ამ ინფორმაციის ვალიდურობის, საიმედოობის განსაზღვრა, რაც კვლევის მიზნებისთვისააა მნიშვნელოვანი, მისი საშუალებით საკვლევი პროცესისათვის ობიექტური და სუბიექტურ-შეფასებითი მახასიათებლებისა და მაჩვენებლების შემუშავება დ.ა-ის გამოყენება სოციოლოგიური გამოკვლევის სხვადასხვა ეტაპზეა შესაძლებელი: კვლევის საგნისა და ობიექტის დაზუსტებისას, ჰიპოთეზების შემუშავებისა და შემოწმებისას, დასკვნების კორექციის დროს. სოციოლოგიაში დ.ა-ის ორ ძირითად სახეს გამოყოფენ: 1. თვისებრივს ანუ ტრადიციულსა და 2. რაოდენობრივს ანუ ფორმალიზებულს - კონტენტ-ანალიზს. თვისებრივი ანალიზი ტექსტის გაგების მექანიზმს ემყარება. ტრდიციული მიდგომის არსი მდგომარეობს დოკუმენტების შინაარსის ჩაღრმავებულ ლოგიკურ კვლევაში, მათ ავტორთა პოზიციების გარკვევაში ავტორისეული ენისა და გადმოცემის სტილის თავისებურებაში. ამ მეთოდის მეშვეობით განისაზღვრება დოკუმენტის ღრმა შინაარსი. თუმცა, არსებობს მასალის სუბიექტური ინტერპრეტაციის შესაძლებლობა. კონტენტ-ანალიზი არის ტექსტობრივი ინფორმაციის რაოდენობრივ მაჩვენებლებში გდაყვანა სტატისტიკური დამუშავები გზით. ამ დროს ტექსტის შინაარსი განისზღვრება როგორც მასში წარმოდგენილ მონაცემთა შეფასებათა ერთობლიობა. ისინი გაერთიანებულია საერთო კონცეფციითა და ჩანაფიქრით. ფორმალიზებული ანალიზი ორიენტირებულია იმ რეალობის შესწავლაზე, რაც ტექსტს მიღმაა (ფაქტები, მოვლენები, ადამიანური ურთიერთობები). კონტენტ-ანალიზის პროცედურა იწყება ანალიზის ორი ერთეულის „აზრობრივისა“ და „თვლის ერთეულის“ გამოყოფით, ამ დროს, მთავარი აზრობივი ერთეული უნდა იყოს სოციალური იდეა, სოციალურად მნიშვნელოვანი თემა. იგი ტექსტში შეიძლება გადმოიცეს სიტყვით, სიტყვათშეთანხმებით, აღწერით. კვლევის მიზანია იმ ინდიკატორების მონახვა, რომლებიც დოკუმენტში ანალიზისათვის მნიშვნელოვანი თემის არსებობაზე მიუთითებს. თვლის ერთეული შეიძლება იყოს ცალკეული სიტყვები (ტერმინები, გეოგრაფიული სახელწოდებები, პოლიტიკურ მოღვაწეთა სახელები და სხვ.), მსჯელობები, შეფასებები. არგუმენტები და სხვ . თვლის ერთეულის განსაზღვრას განაპირობებს კვლევის მიზანი. შესაძლებელია აზრობრივი ერთეული დაემთხვეს თვლის ერთეულს. რაოდენობრივმა ოპერაციამ, რომელიც თვლის ერთეულის გამოყოფით იწყება, უნდა უპასუხოს კვლევის მიზნებსა და სანდოობის მოთხოვნებს.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9