1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ედვ ედი

ედვოკასი

E. Advocacy
(დაცვა ) – წარმოადგენს პოლისის შეცვლის, გათანამედროვების, შევსების სტრატეგიას. ე.წ. “ადამიანის უფლებების მესამე თაობის“ შექმნა სწორედ ედვოკასის საშუალებით გახდა შესაძლებელი, როდესაც დროის მოთხოვნებმა წინა პლანზე დააყენა უკვე არსებული ადამიანის უფლებების დაცვის კანონების თანამედროვეობასთან ადაპტირების პრობლემა. ედვოკასი, როგორც ლობირების იარაღი, საერთაშორისო თუ ეროვნული დონის იურიდიული დოკუმენტებისა თუ შეთანხმებების შევსება თუ შეცვლის საშუალებას იძლევა. იგი წარმოადგენს უფლებას, იმოქმედო „უუფლებო სახელით“, ან „დარაზმო უფლებააყრილნი საკუთარი უფლების დასაცავად“. გაეროს რეზოლუცია №1325 სწორედ ედვოკასის ტექნოლოგიების გამოყენებით იქნა მიღებული, როდესაც რამდენიმე საერთაშორისო ორგზანიზაცია გაერთიანდა ერთი იდეის გარშემო და აქტიურად დაიწყო ქმედება მაღალი დონის - გაეროს უშიშროეობის საბჭოს - სპეციალური დირექტივის მისაღებად.
Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ.: კავკას. სახლი, 2003 - 112გვ.; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9