1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ევა ევე ევთ ევო ევრ ევქ

ევროგაერთიანების ჰუმანიტარული ოფისი

E. ECHO (European Community Humanitarian Office)
ევროგაერთიანების ჰუმანიტარული ოფისი 1992 წელს შეიქმნა. ევროპის კავშირი - მისი თხუთმეტი წევრი სახელმწიფო და ევროკომისია - ერთ-ერთ უმსხვილეს ჰუმანიტარულ დონორს წარმოადგენს. ევროგაერთიანების ჰუმანიტარული ოფისი ევროკომისიის სამსახურია, რომელიც სწორედ ჰუმანიტარულ დახმარებაზეა პასუხისმგებელი. ევროგაერთიანების ჰუმანიტარული ოფისის მანდატი გულისხმობს გადაუდებელი დახმარების გაწევას სტიქიური უბედურებებისა და შეიარაღებული კონფლიქტების მხვერპლთათვის ევროპის კავშირის გარეთ. ევროგაერთიანების ჰუმანიტარული ოფისის დახმარება მოიცავს როგორც საკვებს, წამლებს, საწვავსა და სამედიცინო აღჭურვილობას, ასევე ექიმთა და სანიტართა ჯგუფებს, რომლებიც თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად ადგილზე იგზავნებიან. 1992 წლის შემდეგ ევროგაერთიანების ჰუმანიტარულმა ოფისმა 85 ქვეყანაში დააფინანსა ჰუმანიტარული დახმარება.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9