1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ევა ევე ევთ ევო ევრ ევქ

ევროპის არქიტექტურა

E. Architecture of Europe
ევროპის არქიტექტურა გულისხმობს სხვადასხვა ორგანიზაციის, ინსტიტუციის, ხელშეკრულებისა და ტრადიციულ ურთიერთობათა ერთობლიობას, რომლებიც ქმნიან ევროპულ სივრცეს, სადაც სახელმწიფოები ერთობლივად მუშაობენ საერთო ინტერესის საკითხებსა თუ პრობლემებზე. ევროპის არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს ევროპის კავშირი, რომელიც 1993 წელს ევროპის გაერთიანებების წევრ სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულების გზით შეიქმნა. ევროპის კავშირი სამ საყრდენზე დგას: ევროპის გაერთიანებები (პირველი საყრდენი), ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (მეორე საყრდენი) და მართლმსაჯულებასა და შინაგან საქმეებში თანამშრომლობა (მესამე საყრდენი). მეორე და მესამე საყრდენის კომპეტენციაში შემავალი საკითხები მთავრობათშორისი თანამშრომლობის პროცედურებით წყდება, განსხვავებით პირველი საყრდენისაგან (ევროპის გაერთიანება), სადაც გადაწყვეტილებათა მიღებისათვის გაერთიანების მეთოდი გამოიყენება.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9