1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ევა ევე ევთ ევო ევრ ევქ

ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ზონა

E. EFTA / European Free Trade Association
ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ზონა 1960 წელს შექმნა ექვსმა დასავლეთ ევროპულმა სახელმწიფომ, რომელთაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ სურდათ ან არ შეეძლოთ მიეღოთ ევროპის ეკონომიკური გაერთიანების ზესახელმწიფოებრივი პრინციპები. შეთანხმება ითვალისწინებდა ტარიფების თანდათანობით გაუქმებას სამრეწველო საქონელზე, თუმცა საგარეო სავაჭრო ტარიფები არ უქმდებოდა. ამ შეთანხმების მონაწილე ქვეყნები ფიქრობდნენ, რომ ასეთი გაერთიანება მათ საკუთარი პოზიციების გამყარების საშუალებას მისცემდა ევროგაერთიანებასთან ურთიერთობებისას. 1973 წელს დანიამ და დიდმა ბრიტანეთმა დატოვეს თავისუფალი ვაჭრობის ზონა და ევროგაერთიანებას შეუერთდნენ. 1991 წელს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ზონასა და ევროგაერთიანებას შორის დაიდო შეთანხმება ევროპის ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ. 1995 წელს შვედეთი, ფინეთი და ავსტრია ევროკავშირში გაწევრიანდნენ, რის შემდეგაც თავისუფალი ვაჭრობის ზონაში მხოლოდ ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და ლიხტენშტეინი დარჩნენ.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9