1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ევა ევე ევთ ევო ევრ ევქ

ევროპის პოლიტიკური თანამშრომლობა

E. European Political Cooperation
ევროპის პოლიტიკური თანამშრომლობა ეწოდებოდა ევროგაერთიანების საგარეო საქმეთა მინისტრებისა და სამინისტროების მაღალჩინოსანთა რეგულარულ შეხვედრებს, რომელსაც 1970 წელს ჩაეყარა საფუძველი, 1969 წელს გამართული ევროგაერთიანების ჰააგის სამიტის გადაწყვეტილებათა შედეგად. 1987 წელს ერთიანი ევროპული აქტის მიერ მოხდა ამ პრაქტიკის გაფორმება. ევროპის პოლიტიკური თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენდა წევრ სახელმწიფოთა კონსულტაცია საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. აღნიშნული თანამშრომლობის საშუალებით წევრი სახელმწიფოები შეძლებისდაგვარად გამოხატავდნენ ერთიან პოზიციას საერთაშორისო ორგანიზაციებში და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე. მოგვიანებით (1993წ) ევროპის პოლიტიკური თანამშრომლობა ევროკავშირის ხელშეკრულებით გათვალისწინებულმა ერთიანმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკამ (ევროკავშირის მეორე საყრდენმა) შეცვლა.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9