1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ევა ევე ევთ ევო ევრ ევქ

ევროპული საბჭო

E. European Council
ევროპული საბჭო ეწოდება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მეთაურების რეგულარულ შეხვედრებს. საბჭო 1974 წელს დაარსდა საფრანგეთის ინიციატივით და პირველად დუბლინში შეიკრიბა 1975 წელს. ევროპული საბჭოს შექმნამდე 1961-1974 წლებში წევრ სახელმწიფოთა მეთაურები ევროპის უმაღლესი დონის კონფერენციებზე იკრიბებოდნენ. ევროპული საბჭოს მუშაობამ სამართლებრივი აღიარება 1987 წელს მიიღო ერთიანი ევროპული აქტით, ოფიციალური სტატუსი კი ევროკავშირის ხელშეკრულებით მიენიჭა 1993 წელს \nევროპული საბჭო წელიწადში ორჯერ იკრიბება მის მუშაობას ესწრება კომისიის პრეზიდენტი, როგორც სრულუფლებიანი წევრი. საბჭოს მიზანია ევროკავშირის პოლიტიკის ზოგადი პრინციპების შემუშავება, მისი განვითარების სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრა და სამომავლო ამოცანების დასახვა. გარდა ამისა, ევროპული საბჭო წარმოადგენს ფორუმს, სადაც კავშირის წევრ სახელმწიფოთა მეთაურები ეცნობიან ერთმანეთის მოსაზრებებს ამა თუ იმ აქტუალურ საკითხზე, თანხმდებიან და აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს, აწესრიგებენ კავშირის შიგნით წარმოშობილ დავებს, განსაზღვრავენ მომავალი ინტეგრაციის მიმართულებებს, თანხმდებიან დამფუძნებელ ხელშეკრულებებში შესატან ცვლილებებზე და ნიშნავენ კომისიისა და ცენტრალური ბანკის პრეზიდენტებს.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9