1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ეთე ეთი ეთნ ეთო

ეთნოსი

  1. ადამიანთა ისტორიულად აღმოცენებული და ჩამოყალიბებული მყარი ერთობა, წარმოდგენილი ტომის, ხალხის, ერის სახით. მისი გაჩენის აუცილებელი პირობებია: ტერიტორია, ენა და ფსიქიკური წყობის ერთიანობა, ხოლო დამახასიათებელი თვისებებად მიიჩნევა:
    1. თვითდასახელება (ეთნონიმი), რომელიც ხშირად საცხოვრებელი ტერიტორიის სახელს (ტოპონიმს) უკავშირდება;
    2. ტერიტორიული მთლიანობა, როგორც ე–ის ფორმირებისა და არსებობის პირობა;
    3. ანთროპოლოგიური (რასობრივი) ნიშნების არსებობა;
    4. კულტურის თავისებურებების (მატერიალურის – შრომის იარაღები, საცხოვრისი, ტანსაცმელი და ა.შ. სულიერის – რელიგია, განათლების სისტემა, ლიტერატურა, ხელოვნება და ა.შ.) გამოვლინებები. ყოველი ე. კულტურული მთლიანობაა, რომლის თვითცნობიერება და თვითშემეცნება მოიცავს წარმოდგენებს ინდივიდებისა თუ სოციალური ჯგუფების საერთო წარმომავლობის შესახებ წინაპართა ერთობლივი ისტორიული პრაქტიკის საფუძველზე.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. Gk. ethnos ხალხი, ტომი
    იგივეა, რაც ეთნიკური ერთობა.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9