1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ეთე ეთი ეთნ ეთო

ეთოსი

ჯგუფის, ორგანიზაციის თუ მთლიანად საზოგადოებისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული კულტურული მახასიათებელი; კულტურის მეცნიერებებში გააზრებულია როგორც წამყვანი იდეალების, ღირებულებების სისტემა, კულტურის კვინტესენცია. რუთ ბენედიქტი, რომელმაც ტერმინი კულტურის მეცნიერებებში დაამკვიდრა, მასში მოიაზრებდა კულტურული თემით ანუ კულტურის ეთოსით გამთლიანებულ შიდაკულტურული ელემენტების უნიკალურ კონფიგურაციას. ე. განსაზღვრავს არა მხოლოდ შიდაკულტურული ელემენტების ურთიერთშეთანადების პრინციპებს, არამედ მათ შინაარსსაც. რელიგია, ოჯახური ცხოვრება, ეკონომიკა, პოლიტიკური ინსტიტუციები – ყველა ერთიანობაში ქმნის განუმეორებელ სტრუქტურას. ამასთან, ამა თუ იმ სისტემის ურთიერთობათა, ქცევის წესების, საზოგადოებრივ ინსტიტუციათა ფორმების სხვადასხვაგვარი ვარიაციიდან ყოველ კულტურაში მკაცრად განსაზღვრული, მხოლოდ ამ კულტურის ე–ის შესაბამისი ვარიაციები არსებობს. ამგვარად, კულტურის ე. ვლინდება ადამიანური ცხოვრების ყველა სფეროში: საკუთრების განაწილების სისტემებში, სოციალური იერარქიის სტრუქტურაში, მატერიალურ საგნებსა და მათი წარმოების ტექნოლოგიაში, გენდერულ ურთიერთობათა ნაირსახეობებში, საზოგადოებაში გაერთიანებებისა და კლანების ფორმირებაში, ეკონომიკური განაწილების წესებში და სხვ. ყველა ინსტიტუციას უამრავი ტიპი და ვარიაცია აქვს, მაგრამ ერთ კულტურას მხოლოდ ერთი სახის ე. ახასიათებს.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9