1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ეკვ ეკი ეკლ ეკო ეკუ

ეკონომიკა

  1. 1. მატერიალური და ადამიანური რესურსების ორგანიზებულად მართვა დოვლათის წარმოების პროცესში; 2. დოვლათის წარმოებასთან, განაწილებასთან და მოხმარებასთან დაკავშირებული სოციალური დაწესებულებებისა და ინსტიტუტების სისტემა; 3. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საზოგადოებაში მწირი რესურსებისათვის კონკურენციის, მათი წარმოების, გაცვლის, განაწილებისა და მოხმარების პროცესებს.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. economy, economics
    Gk. oikonomia - მეურნეობის მართვა
    1. მეურნეობის (ქვეყნის, საწარმოს, ოჯახის და ა.შ.), წარმოებასთან, განაწილებასა და მოხმარებასთან დაკავშირებული სამეურნეო საქმიანობის ერთობლიობა;
    2. მეცნიერება, რომელიც სწავლობს, როგორც თეორიულ-ეკონომიკურ კანონებს, ისე მეურნეობის კონკრეტულ მდგომარეობას.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9