1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ეკვ ეკი ეკლ ეკო ეკუ

ეკონომიკური და სავალუტო კავშირი

E. Economic and Monetary Union
ეკონომიკური და სავალუტო კავშირი წევრი სახელმწიფოების ეკონომიკური და სავალუტო პოლიტიკის ჰარმონიზების შედეგად შეიქმნა. მთლიანი პროცესი კი ერთიანი ვალუტის შემოღებით დასრულდა. მაასტრიხტის ხელშეკრულების თანახმად, ეკონომიკური და სავალუტო კავშირის შექმნამდე წევრ სახელმწიფოებს სამი ეტაპი უნდა გაევლოთ: პირველი ეტაპი (1 ივლისი 1990 - 31 დეკემბერი 1993) - წევრ სახელმწიფოებს შორის კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა, ეკონომიკური პოლიტიკის მჭიდრო კოორდინაცია და ცენტრალურ (ეროვნულ) ბანკებს შორის მჭიდრო თანაშრომლობა. მეორე ეტაპი (1 იანვარი 1994 - 31 დეკემბერი 1998) - წევრ სახელმწიფოთა ეკონომიკური და სავალუტო პოლიტიკის ურთიერთთავსებადობის მიღწევა ფასების სტაბილურობისა და მყარი სახელმწიფო ფინანსების უზრუნველსაყოფად. მესამე ეტაპი (1 იანვარი 1999) - იქმნება ევროპის ცენტრალური ბანკი, ფიქსირდება კურსი ევროპულ ვალუტებს შორის და შემოდის ერთიანი ვალუტა - ევრო.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9