1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ეკვ ეკი ეკლ ეკო ეკუ

ეკონომიკური პოლიტიკა

E. Economic Policy
ევროგაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება წევრი სახელმწიფოების ეკონომიკურ პოლიტიკას გაერთიანების საერთო ინტერესის სფეროდ აღიარებს. მინისტრების საბჭო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე კვალიფიციური უმრავლესობით აყალიბებს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპების პროექტს, რომელიც ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ამ უკანასკნელის დასკვნის საფუძველზე მინისტრების საბჭო კვალიფიციური უმრავლესობით იღებს რეკომენდაციას, რაც განსაზღვრავს წევრ სახელმწიფოთა და გაერთიანების ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ პრინციპებს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ატყობინებენ ევროპის პარლამენტს. ევროგაერთიანების ხელშეკრულების 98-104 მუხლები ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში გადაწყვეტილებათა მიღების სხვადასხვა პროცედურას ითვალისწინებენ. – გადაწყვეტილება მიიღება თანამშრომლობის პროცედურით, როდესაც საქმე ეხება ეკონომიკურ პოლიტიკაზე წევრი სახელმწიფოების მიერ მრავალმხრივი ზედამხედველობის განხორციელების საკითხებს (მუხლი 99); გაერთიანების ან წევრი სახელმწიფოს ცენტრალური თუ რეგიონული/ადგილობრივი ორგანოების მიერ ფინანსური ინსტიტუტებით პრივილეგირებული სარგებლობის უფლების აკრძალვას (მუხლი 102); გაერთიანების გათავისუფლებას წევრ სახელმწიფოთა ცენტრალური თუ ადგილობრივი მთავრობების მიერ აღებული ვალდებულებებისაგან (მუხლი 103). – დეფიციტის თავიდან ასაცილებლად კომისია მეთვალყურეობს თითოეული წევრი სახელმწიფოს ბიუჯეტის მდგომარეობას კონსულტაციის პროცედურით და საბჭოში კვალიფიციური უმრავლესობით იგი აამოქმედებს ჭარბი დეფიციტის პროცედურის ოქმს (№20), რომელიც თან ერთვის ევროგაერთიანების ხელშეკრულებას. საბჭო ერთხმად მიიღებს გადაწყვეტილებას შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე ქმედებებზე. – საბჭო ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას ფინანსური დახმარების გაწევის თაობაზე იმ წევრი სახელმწიფოსათვის, რომელიც ეკონომიკურ სიძნელეებს განიცდის (გარდა სტიქიური უბედურებებისა). ინფორმაცია უნდა მიეწოდოს პარლამენტს.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9