1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ეკვ ეკი ეკლ ეკო ეკუ

ეკონომიკური სანქციები

საგარეო პოლიტიკის ეკონომიკური საშუალებების (ინსტრუმენტების) ერთ–ერთი ძირითადი ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო ურთიერთობების აქტორის ან აქტორთა ჯგუფის მიერ სხვა აქტორის ან აქტორების დასჯას მათ ხელთ არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების მეშვეობით. ე. ს–ს მიეკუთვნება ემბარგო, ბოიკოტი, ბლოკადა, კვოტები, ტარიფები, შავი სია, წინასწარი შესყიდვა და ა.შ. ე. ს–ის მიზანია, აიძულოს სამიზნე სახელმწიფო, შეცვალოს თავისი პოლიტიკა და დაეორჩილოს საერთაშორისო ორგანიზაციების ანდა სანქციების გამტარებელ აქტორთა მოთხოვნებს. თუმცა სანქციების გატარება შესაძლებელია სამართლიანი იყოს და შეესაბამებოდეს საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებს, თვითონ ე. ს–ების ცნება ნეგატიური შინაარსის მქონეა, რადგან იგი არა იმდენად რეჟიმის, რამდენადაც მოსახლეობის წინააღმდეგ აღმოჩნდება ხოლმე მიმართული. უკანასკნელ ათწლეულებში ე. ს–ები გატარდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის და სამხრეთ როდეზიის (რასისტული და აპართეიდული პოლიტიკის გამო), აგრეთვე ერაყისა და იუგოსლავიის მიმართ. უფრო მცირე მასშტაბით ე. ს–ის გამოყენებას პრაქტიკულად პერმანენტული ხასიათი აქვს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9