1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ელა ელე ელი

ელისეს ხელშეკრულება

E. Elyssee Treaty
ელისეს ხელშეკრულება ანუ მეგობრობის ხელშეკრულება 1963 წელს დაიდო საფრანგეთსა და გერმანიას შორის. 1960 წელს, გერმანიის კანცლერ ადენაუერთან კონსულტაციის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა ევროპული უსაფრთხოების გაერთიანების შექმნის ინიციატივა წამოაყენა. საფრანგეთისა და გერმანიის გარდა, ამ გეგმას ყველა წევრი სახელმწიფო უკმაყოფილო შეხვდა, რის გამოც ეს ინიციატივა ვერ განხორციელდა. მიუხედავად ამისა, დე გოლი მაინც ეცადა გეგმის თუნდაც მცირედი სახით შენარჩუნებას და გადაწყვიტა მისი გამოყენება ფრანკო-გერმანულ ურთიერთობათა განმტკიცებისათვის. დე გოლმა ადენაუერს ორი ქვეყნის მეთაურთა და მინისტრთა შორის რეგულარული შეხვედრების იდეა შესთავაზა თავდაცვის, საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის საკითხების განსახილველად. შემუშავდა ხელშეკრულება, რომელსაც შერიგებისა და მეგობრობის ფრანკო-გერმანული ხელშეკრულება ეწოდა. ამ დოკუმენტს 1963 წელს მოეწერა ხელი ელისეს სასახლეში და შესაბამისად ელისეს ხელშეკრულების სახელითაა ცნობილი. ეს ხელშეკრულება ევროგაერთიანებაში ფრანკოგერმანული ღერძის შექმნის საფუძველი გახდა, რამაც დიდი როლი შეასრულა 1970 წლის შემდგომ დასავლეთ ვეროპულ პოლიტიკაზე.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9