1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ემა ემბ ემე ემი ემო ემპ

ემიგრანტი

E. Emigrant
პირი, რომელიც ტოვებს თავისი მოქალაქეობის ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ქვეყანას და საცხოვრებლად მიემგზავრება სხვა სახელმწიფოში (გაეროს 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (27-ე მუხ.). 1966 წლის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ (მე-12 მუხ., მე-2 პუნქ.) აღიარებს ,,ყოველი ადამიანის უფლებას, დატოვოს ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის საკუთარიც“ (ე. ი. ემიგრაციის უფლებას). ეს უფლება კანონის საფუძველზე შეიძლება შეიზღუდოს იმისათის, რომ დაცულ იქნეს სახელმწიფო საიდუმლოება და უსაფრთხოება, საზოგადოებრივი წესრიგი, მოსახლეობის ჯანმრთელობა და ზნეობა ან სხვა უფლებები და თავისუფლებები. საბჭოთა კავშირის მიერ ამ უფლების დარღვევა წლების განმავლობაში ძაბავდა ურთიერთობას დასავლეთის ქვეყნებთან, განსაკუთრებით ებრაელთა ემიგრაციასთან დაკავშირებით.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9